12:48, Friday, 22.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-05-20
ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფისამდე მისასვლელად ის ოთახი უნდა გაიარო, რომელიც ასობით ფოტოსურათით არის მოფენილი. აქ ბილ კლინტონიცაა და ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში. კართან, ცენტრალურ ადგილას, იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და მის ტერიერს, ბარნის ეფერება. ერთიანად კი ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის თვითდაჯერებულობის წყარო. მაგრამ ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარაა.
2010-05-20
მაკკეინი ობამას საქართველოს გამო აკრიტიკებს
აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ, როგორც მან თქვა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ნაკლებად ჩანს თავისუფლებისადმი და ადამიანის უფლებებისადმი მხარდაჭერა და მაგალითად, სხვა რამოდენიმე ქვეყანასთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში საქართველო მოიყვანა.
2010-05-20
რუსთავში ფოლადის მწარმოებელი მუშები გაიფიცნენ
17  მაისს რუსთვში შპს „ჯეოსთაილის“ მუშები გაიფიცნენ. „დაბალი ანაზღაურება, საპირფარეშოებისა და სასმელი წყლის არქონა ჩვენი მთავარი პრობლემაა. კვირაში ორი დღე-ღამე გვიწევს მუშაობა და გვიხდიან 300 ლარს თვეში. ეს მონობაა. იციან გაჭირვებული ქვეყანაა, ხალხიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი ასე. 7 თვის წინათაც გავიფიცეთ. იგივე მოთხოვნები გვქონდა. დაგვპირდნენ, მაგრამ ჩვენ სასიკეთოდ არაფერი გაკეთდა“, – ამბობს ქარხნის თანამშრომელი ბესო ბაზაძე. გაფიცულთა თქმით, მათ მუშაობის შემდეგ დაბანის საშუალება არა აქვთ. „ჩვენთვის არც აბანოა და არც სასადილო“.
2010-05-20
„ჩვენ არა გვაქვს სხვა გზა, გარდა თანაცხოვრებისა!“ - სტუდენტები აფხაზ ხალხს მიმართავენ
„თუ გვსურს აფხაზეთის დაბრუნება, ჯერ აფხაზი ხალხის გულები უნდა დავიბრუნოთ, უნდა აღვადგინოთ დამსხვრეული ხიდი, ერთი ქვეყნის ორ ხალხს შორის“, „სახალხო დიპლომატია და მშვიდობა დაგვეხმარება“,  „საჭიროა ცოდვათა მიტევება“ - ამბობენ სტუდენტები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარების გზებზე საუბრისას. თუმცა, კვლავ არსებობს რადიკალიზმიც: „ომით დაკარგულს, მხოლოდ ომით დავიბრუნებთ“, „რუსებისგან გონწართმეული აფხაზები“ და ა.შ.
2010-05-19
„ამნისტი ინტერნეშენალი“ ეხმაურება შსს-ს მტკიცებას, რომ საქართველოს წამების იარაღი არ შეუსყიდია
ამნესტი ინტერნეშენალი - საჯარო განცხადება, 2010 წლის 10 მაისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორად განმარტა „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიში ევროკავშირის წევრი ქვენებიდან საქართველოში პოლიციის აღჭურვილობის ექსპორტის შესახებ. „ამნესტი ინტერნეშენალი“ ეწინააღმდეგება საქართველოს შშს-ს მტკიცებულებას, თითქოს 30 მარტს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა არასწორი ინფორმაცია პოლიციისა და უშიშროების აღჭურვილობის ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ექსპორტის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშში: „სიტყვებიდან საქმეებამდე: ევროკავშირის აკრძალვა წამების იარაღით ვაჭრობის აკრძალვაზე რეალობად იქცეს“.
 
2010-05-14
საგაფიცვო კომიტეტი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დანაპირების შესრულებას ელოდება
ზესტაფონსა და ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ საწინააღმდეგო გაფიცვა და საპროტესტო აქციები შესაძლოა, კიდევ განახლდეს. 25 აპრილს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ და საგაფიცვო კომიტეტმა მოლაპარაკების გზით შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ როგორც ჩანს - დროებით. „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულები ეჭვობენ, რომ ადმინისტრაცია ატყუებს. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, როცა აღმოაჩინეს, რომ კომპანიის აქციონერები საერთო აზრზე ვერ შეჯერდნენ.
2010-05-11
მიხეილ სააკაშვილს პროფესიული კავშირების საერთაშორისო ფედერაციამ მშრომელთა უფლებები შეახსენა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი მაღაროს თანამშრომლების მდგომარეობით მსოფლიოს პროფესიული საერთაშორისო კავშირის ფედერაცია და სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირები დაინტერესდნენ. ასეთი შედეგი მოჰყვა 20-22 აპრილს ზესტაფონსა და ჭიათურაში ერთდროულად გამართულ საპროტესტო აქციებს. 
2010-05-10
ჰოლივუდური ფილმის ქართველ მონაწილეებს ანაზღაურებას არ უხდიან
2009 წლის ოქტომბრის დასაწყისში გორის ცენტრი იმიტირებული ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ქუჩებში ცეცხლწაკიდებული საბურავები, აფეთქებული მანქანები, იმიტირებული გარდაცვლილები ეყარა, სტალინის ძეგლის წინ უწესრიგოდ დარბოდნენ სახეზე საღებავშესხმული ადამიანები, ვითომ დაჭრილი ჯარისკაცები და ვითომ შეშინებული ადამიანები. რაც მთავარია, გარშემო ნამდვილი ტანკები და ვერტფრენები მოძრაობდნენ... ეს ყველაფერი ომგამოვლილ ქალაქს ხელმეორედ აჩვენეს, რადგან იღებდნენ ჰულივუდურ ფილმს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, ენდი გარსიას მონაწილეობით (პრეზიდენტ სააკაშვილსი როლში). ამ ფილმის გადაღებამ დააზარალა როგორც გარემო, ასევე იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც წინდაწინ ფილმის გადაღების შესახებ არ გააფრთხილეს.
2010-05-07
გამოქვეყნდა ანგარიში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ
ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ“ და ქართულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშის - „აგვისტოს ნანგრევებში“ პრეზენტაციას, რომელიც 5 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, იმ დევნილთა ნაწილიც დაესწრო, რომლებიც აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენების მოწმენი იყვნენ.
2010-05-07
6 მაისი ვანო მერაბიშვილმა ძალადობის დღესასწაულად აქცია
რადიკალურმა ოპოზიციამ პირობა შეასრულა - ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „პოლიციის დღე“ ჩაშალა. თუმცა, „ეროვნული საბჭოს“ მხარდამჭერებს ეს „გამარჯვება“ საკმაოდ ძვირად დაუჯდათ. თავგატეხილი ადამიანები საავადყოფოებში მოხვდნენ. სისხლიანი შოუ გრძელდება!
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC