10:52, Friday, 01.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2011-02-28
შემოწირულობის სახით 14 113 411 ლარი - „ნაციონალურ მოძრაობას“
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის  ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე დიდი თანხა - 14 113 411 ლარი დახარჯა, მაშინ როდესაც სხვა პარტიების დაფინანსება 100 000 ლარს არ აღემატებოდა.

2011-02-28
საჭიროა მეტი ღიაობა, ჩვენ კი ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ
საქართველოში დღეს ორი კონფლიქტია - ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური, რომელიც გადაიზარდა ქართულ-რუსულ კონფლიქტში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შედეგად, რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევით განახორციელა. მრავალი ქვეყნის ლიდერის მოთხოვნის მიუხედავად, იგი ურცხვად აგრძელებს ამ პოლიტიკას.
2011-02-25
ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩეველი ციხეში 17 წელს გაატარებს
ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩეველი, ზვიად ხარებავა კვლავ პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ  გამოტანილი სასჯელი არ შეცვალა. ხარებავას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
2011-02-25
სამარშუტო ტაქსის მძღოლების გაფიცვამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია
25 თებერვალს დილიდან თბილისში გადაადგილება ჭირს. სამარშუტო ტაქსების უმრავლესობა არ მუშაობს, ავტობუსები და მეტროპოლიტენი კი მგზავრებით გადაიტენა. სატრანსპორტო კოლაფსი სამარშრუტო ტაქსების 500-მდე მძღოლის გაფიცვამ გამოიწვია.
2011-02-24
1000 საქმეზე არც ერთი გამამართლებელი განაჩენი
საერთაშორისო ორგანიზაცია USAID - ის  დაფინანსებით  საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით,  2000  გამოკითხული რესპონდენტიდან 96% სასამართლო  გადაწყვეტილებებს  სამართლიანად აფასებს.
2011-02-24
„სად არის მთავრობა?!“ - იკითხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ
აჭარის მაღალმთიანეთში სამი კვირაა, დიდთოვლობაა. სოფლებში ცენტრალური გზის ჩაკეტვის გამო, საკმაოდ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. აჭარის მთავრობას კი, როგორც აღმოჩნდა, ზამთრის ძილით ძინავს.
2011-02-24
ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი მეოთხედ სცემეს
ამერიკის ყოფილი მოქალაქე ჯეფრი სილვერმენი 20 თებერვალს თბილისში უკვე მეოთხედ სცემეს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აცხადებს, ცემის ყველა ფაქტი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სილვერმანის თქმით,  მისი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ორგანიზებულია.
 
2011-02-24
გადატვირთული საპატიმროები და არაადეკვატური მინისტრი
გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა მატულობს. 2006-2009 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში 371 ადამიანია გარდაცვლილი. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია მოცემული, გარდაცვლილთა საშუალი ასაკი 45  წელს შეადგენს.
2011-02-23
რა ჯდება აჭარის მინისტრებისა და სხვა საჯარო მოხელეების შენახვა
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეეცადა, გაერკვია, რა თანხები დაიხარჯა 2010 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე საჯარო სტრუქტურაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომით ანაზღაურებაში, მივლინებებსა და მატერიალურ წახალისებაში.
2011-02-23
„სამშობლოდან გაგვაგდეს და იმის უფლებასაც არ გვაძლევენ, შვილებს შოკოლადი გავუგზავნოთ.“ ქართველი ემიგრანტები ერეკლე კოდუას დედას, ლაურა ღაჭავას უჩივიან
ადამიანის უფლებათა ცენტრს საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ საქართველოში ამანათებს ვეღარ აგზავნიან. ამ პრობლემას ისინი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ერეკლე კოდუას და მის დედას, ლაურა ღაჭავას უკავშირებენ.
2011-02-22
ხუთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ომში დამარცხდა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უამრავჯერ იქნა განხილული, პერიფრაზირებული და არგუმენტირებული ის გარემოებები და მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც ომამდე, ასევე ომის მიმდინარეობისას. თუმცა, ერთი რამ, რაზეც როგორც ჩანს, ყველა მხარე თანხმდება არის ის, რომ ქართულმა არმიამ თავი ცუდად წარმოაჩინა.

2011-02-22
უსაფრთხოების წესების დარღვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ უსაფრთხოების წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

2011-02-22
„აგვისტოს ნანგრევებში“ - პრეზენტაცია ბიოლის ფონდში
„აგვისტოს ნანგრევებში“ - ასე ჰქვია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგებია ასახული. „აგვისტოს ნანგრევების“ შესახებ 14 თებერვალს ბიოლის ფონდში ისაუბრეს ანგარიშის რედაქტორმა, თინათინ ხიდაშელმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

2011-02-21
„ნუგეში“ სასურსათო მაღაზიებს უნუგეშოდ ტოვებს
უკვე ორი თვეა, თბილისის ქუჩებში „ნუგეშის“ ჯიხურები გამოჩნდა. სასურსათო მაღაზიათა ქსელი 41 ობიექტს მოიცავს და თბილისელებს 140-მდე დასახელების პროდუქტს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

2011-02-21
საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება
2011 წლის 8 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ.

2011-02-21
ახალი სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეს უქმნის მშვიდობის პროცესს საქართველოში
„სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ - ამ დოკუმენტის საშუალებით მთავრობამ შეიმუშავა ახალი წესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორცილებისათვის. ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სტრატეგია კრიტიკულად მიიღეს.

2011-02-21
სანდრო ბრეგაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ პარლამენტარს, ხულიგნობაში ბრალდებულ სანდრო ბრეგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2011-02-18
საქართველოში 907 ადამიანია გაუჩინარებული
ადამიანის უფლებათა ცენტრის ფილმი „გაუჩინარებულები“, როგორც მისი ავტორი აცხადებს, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ააშკარავებს. პრეზენტაცია, 17 თებერვალს კინოს სახლში გაიმართა. ფილმი ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდია HRIDC.TV-მ მოამზადა.
2011-02-18
„გაუჩინარებულები“ - გიორგი ჯანელიძის ფილმის პრეზენტაცია „კინოს სახლში“
16 თებერვალს კინოს სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრმა აჩვენა გიორგი ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი „გაუჩინარებულები“. ფილმი საქართველოში არასაომარ პერიოდში გაუჩინარებული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს.
 
2011-02-18
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს შესაძლოა, ქონება გაუყიდონ
ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი და მისი ტერიტორიები ეკონომიკის სამინისტრომ, შესაძლოა, გაყიდოს, პერსონალი კი დიღომში ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში გადაიყვანოს - ამაზე თავად ინსტიტუტის წარმომადგენლები საუბრობენ და იმასაც ამბობენ, რომ ინსტიტუტის ლაბორატოების გადატანა დაუშვებელია.
[1] 2 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC