1 ივნისს 15:00 საათზე „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მედიაცენტრში (თბილისი, მარი ბროსეს ქ.#6) „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემაჯამებელი ანგარიში და ვიდეომტკიცებულებები კახეთის რეგიონის ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მასობრივად გაყალბებისა და უხეში დარღვევების შესახებ.