მართლმსაჯულება
2015-08-21
„გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ – „რუსთავი 2“-ის ისტორია
უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პოლიტიკური მოვლენების ცენტრშია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „რუსთავი 2“-მა 2012 წელს 30.7 მილიონი ლარის შემოსავლის დეკლარირება მოახდინა. მაყურებლები ტელევიზორთან გატარებული ყოველი 100 წუთიდან 32 წუთს სწორედ ამ ტელეარხს უთმობენ. თუმცა, ქვეყნის უმსხვილესი ტელევიზიის მფლობელობა კვლავ დავის საგანია.
2015-08-19
მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
17 და 18 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის ორი წერილი მიიღო. დაწესებულების დირექტორი ორგანიზაციას აწვდის ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
2015-08-14
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მუშაობას აფასებს
14 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. უფლებადამცველები პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებენ.
2015-08-10
რუსთავი 2–ის ქონება დაყადაღებულია
თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ–ერთმა ყოფილმა მფლობელმა მიმართა სარჩელით საკუთარი წილის დასაბრუნებლად, ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
2015-08-08
სავარაუდო ცემის ფაქტი და ბრალდებები სამართალდამცავთა წინააღმდეგ
6 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პოლიციელთა მიერ ვლადიმერ ბარათაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე უფლებადამცველებმა ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
2015-08-07
რასულ ჯაფაროვს სააპელაციო სასამართლომ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიის პრესრელიზი
პარიზი-ჟენევა, 2015 წლის 31 ივლისი. დღეს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ რასულ ჯაფაროვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯაფაროვი უკანონოდაა დაკავებული 2014 წლის 2 აგვისტოდან, რაც ეფუძნება უსაფუძვლო ბრალდებას და მისთვის უფლებადაცვითი ქმედებების განხორციელების ხელის შეშლის სურვილს. ეს განცხადება უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიამ გაავრცელა.
2015-08-04
შეწყალების მექანიზმი საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები
30 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მრგვალი მაგიდა გამართა, თემაზე: „შეწყალების მექანიზმი საქართველოში - პრობლემები, გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე - შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა ზვიად ქორიძემ და ელენე თევდორაძემ. დისკუსიისას რამდენიმე საკითხზე გამახვილდა ყურადღება.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას