|
|
|
9 სექ. '10
აფხაზეთიდან დევნილი 28
ოჯახი წლებია, ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებულ დასახლებაში ცხოვრობს. თუმცა, მათი საცხოვრებელი ფართების
პრივატიზაციის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. ამასთან, უკვე 2 თვეა,
წყალგაყვანილობიდან მუდმივად ჟონავს წყალი და ფეკალური მასები, რის გამოც
შენობაში მომრავლებულია მწერები. უსიამოვნო სუნის გამო თითქმის შეუძლებელი
დერეფნებსა და ოთახებში გაჩერება.
დაწვრილებით... |
|
|
|
9 სექ. '10
8 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს
გენერალური მდივანი, მარკ პერინ დე ბრიშამბო იმყოფებოდა. ვიზიტის
დასრულების შემდეგ ეუთო-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ორგანიზაციის
გენერალური მდივნის ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
დაწვრილებით...
|
|
9 სექ. '10
ცოტა ხნის წინ მასწავლებელთა ატესტაცია ჩატარდა.
საგნობრივი ტესტის გარდა, პედაგოგებს პროფესიული უნარების გამოცდის
ჩაბარებაც მოუწიათ. საატესტაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითი
იყო, თუმცა გამსვლელი ქულის აღების შემთხვევაში, პედაგოგებს ხელფასის
მომატებას პირდებოდნენ. ატესტაციის შედეგებს მასწავლებელთა ნაწილი
აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ქულები სამართლიანად არ დაწერილა. ამ
საკითხზე humanrights.ge-ს ესაუბრება განათლების მუშაკთა თავისუფალი
პროფესიული კავშირ „ერთობის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით
წიქარიშვილი.
დაწვრილებით...
|
|
9 სექ. '10
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან გადადგა.
უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მისი განცხადება 8 სექტემბერს
დააკმაყოფილა. გოცირიძე ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობით დაიღალა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან
გადადგომამდე წინა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო
დაბარებული, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
დაწვრილებით...
|
|
9 სექ. '10
ვერა ქობალიას უწყების მითითების საფუძველზე, ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლების განმავლობაში ნაგროვები ქონება „სოკარ
ჯორჯია გაზის“ სასარგებლოდ მიატოვა. როგორც ეკონომიკის ექსპერტი დავით
ნარმანია აცხადებს, ამის გამო კონტროლის პალატამ საკრებულოს თავმჯდომარის
პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დასვას. თვითმმართველობის ექსპერტის, ოთარ
კონჯარიას თქმით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
გაზის მილსადენების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიტოვება
არამიზანშეწონილია.
დაწვრილებით...
|
|
8 სექ. '10
8 სექტემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას
პაეტი ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისში იმყოფებოდა. პაეტის ევროკავშირის
დამკვირვებლებმა ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გააცნეს.
დაწვრილებით...
|
|
8 სექ. '10
რუისი-იგოეთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა
მიმდინარეობს. ეს პროექტი გაგრძელებაა იმ მშენებლობისა, რომელიც 2006
წელს დაიწყო და რომელსაც „ავტობანი“ ჰქვია. თუ გავითვალისწინებთ იმ
გარემოებას, რომ ჯერ მხოლოდ 60-70 კმ ავტობანია გაკეთებული სულ,
ექსპერტები სერიოზულ ნაკლოვანებებს ხედავენ და სკეპტიკურად უყურებენ
მომდევნო გვირაბებისა და ესტაკადების მშენებლობას.
დაწვრილებით...
|
|
8 სექ. '10
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც
საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,
ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ
შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა . ამის შესახებ
გაეროს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
დაწვრილებით...
|
|
8 სექ. '10
სენაკის ე.წ. სამხედრო ქალაქი, სადაც 621 დევნილი ოჯახი
ცხოვრობს, დასავლეთ საქართველოში დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა. აქ
1828 დევნილია აღრიცხული. 27 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორგიამ“ მათ
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. წინა დღეებში დევნილებმა კომპანიის
განცხადებებზე ხელი არ მოაწერეს და სწორედ ამიტომ დაისაჯნენ.
დაწვრილებით...
|
|
ყველაზე ხშირად წაკითხული სტატიები:
|
|
2 სექ. '10
|
|
13 აგვ. '10
|
|
20 აგვ. '10
|
|
17 აგვ. '10
|
|
1 სექ. '10
|
|
30 აგვ. '10
|
|
24 აგვ. '10
|
|
18 აგვ. '10
|
|
16 აგვ. '10
|
|
1 სექ. '10
|