სახალხო დამცველის მოთხოვნით გამომძიებელი დასაჯეს
19.12.2007
სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე შსს გენერალურ ინსპექციაში გამომძიებელ ნიკოლოზ ხუციშვილის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო და შენიშვნა გამოეცხადა.
სახალხო დამცველმა მოქალაქის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა მცხეთის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსი გამომძიებლის ნიკოლოზ ხუციშვილის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მოკვლევის მასალები. გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ხუციშვილმა ეჭვმიტანილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დადგენილებით ცნო ნივთიერ მტკიცებულებად და საქმეზე დაურთო. თუმცა, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე ეჭვმიტანილის დედას ჩააბარა.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულების გაცემა დაუშვებელია და ის გამოძიების დასრულებამდე პოლიციაში უნდა დარჩენილიყო.
• 121-ე მუხლის მე-4 პუნქტით საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს.
• 121-ე მუხლის მე-4 პუნქტით საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს.
• 122-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ნივთიერ მტკიცებულებას ინახავს პროცესის მწარმოებელი ორგანო ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას.
სახალხო დამცველმა მცხეთის რაიონულ პროკურატურას წერილობით მოსთხოვა ახსნა-განმარტება, თუ რის საფუძველზე მოხდა ნივთმტკიცებად ცნობილი საგნების ბრალდებულის დედისთვის გადაცემა.
14 აგვისტოს მცხეთის რაიონული პროკურატურიდან სახალხო დამცველს შეატყობინეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული პროკურატურის მიერ მცხეთა-მთიანეთის შს სამმართველოში გაკეთდა წარდგინება გამომძიებელ ნიკოლოზ ხუციშვილზე. თუმცა, 25 ივლისის ბრძანებით ხუციშვილი შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროს გამომძიებლად დაინიშნა, რაც დაწინაურებას ნიშნავს. ამდენად, როგორც ჩანს, აღნიშნული წარდგინება არ განხილულა.
სახალხო დამცველმა შსს გენერალურ ინსპექციისგან გამომძიებელ ხუციშვილის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების მსვლელობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
11 დეკემბერს სახალხო დამცველს შეატყობინეს, რომ გენერალურ ინსპექციაში დაიწყო დისციპლინური წარმოება გამომძიებელ ნიკოლოზ ხუციშვილის მიმართ და 20 ნოემბრის ბრძანებით გამოეცხადა შენიშვნა.
წყარო: სახალხო დამცველის აპარატი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

