კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა ნაწილის მიმართვა პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძისადმი

20 დეკემბერი, 2007
ბატონო ლევან,

ამერიკაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები აქტიურად ვაკვირდებით წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს გვაქვს  უარყოფით დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების გამო; შედეგად დიდ ინტერესს გამოვხატავთ "საგურამოს მანიფესტით" განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელებისათვის და მხარს ვუჭერთ საერთო ოპოზიციურ მოძრაობას და თქვენს კანდიდატურას.

ჩვენ  გვინდა გამოვხატოთ   ჩვენი მოსაზრებები წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით:

1. ჩვენ, ქართველ სტუდენტთა ნაწილი ამერიკაში, უკმაყოფილო ვართ რომ ოპოზიციამ ერთი საერთო კანდიდატი ვერ წამოაყენა, რომელიც საზოგადოების მოთხოვნა იყო;
2. შეშფოთებული ვართ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით წარმოქმნილ აჟიოტაჟის გამო დავაპირებთ წერილების გაგზავნას ჩვენი საცხოვრებელი შტატის სენატორებთან და სენატორ ლუგართან რათა სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას პრეზიდენტ ბუშისადმი საქართველოში ღია და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ კონკრეტული რეაქცია მიეცეს ადმინისტრაციის მხრიდან;
3. ჩვენ დადებითად ვაფასებთ თქვენს წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც დაბალანსებულიაანუ მოიცავს როგორც ექსპრეზიდენტის შეცდომების ხაზგასმას და ამავე დროს "საგურამოს მანიფესტით" განსაზღვრული პრინციპების გაცნობას ამომრჩევლებისადმი;

გამომდინარე ზემოთ მოყვანილი ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები მოგმართავთ:


1. საერთო ოპოზიციური მოძრაობის 5 იანვარს გამარჯვებისათვის სასურველია და აუცილებელიაოპოზიციური ძალების კიდევ უფრო გაძლიერება, როგორც რესურსებით, ისე ფინანსურად; ჩვენ ვფიქრობთ რომ ბატონ ბადრი პატრაკაციშვილთან და ბატონ შალვა ნათელაშვილთან უნდა გამართოთ
მოლაპარაკება და დაარწმუნოთ თქვენს სასარგებლოდ კანდიდატურების მოხსნის აუცილებლობაში; ამ მიზნის მიღწვისათვის ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს გარდამავალი კოალიციური მთავრობის შექმნა და მათი ინტერესების დაკმაყოფილება ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.  

2. ეფექტური იქნება რეალური და გათვლილი, განხორციელებადი  სოციალური პროგრამის შეთავაზება ამომრჩევლებისათვის რადგან ამომრჩეველთა დიდ ნაწილზე გარკვეული სოციალური დასაგადასახადო შეღავათები, სამედიცინო პროგრამები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

3. საზოგადოებისათვის ცნობილი პირების (ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნინელი ჭანკვეტაძე, და სხვები) ჩართვა თქვენს წინასაარჩევნო კამპანიაში თუ მათი მონაწილეობა მათ რაიმე სახისზიანს არ მოაყენებს ხელისუფლების მხრიდან (ამ მექანიზმს საკმაოდ წარმატებულად იყენებს ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი ბარაკ ობამა).
ჩვენ გვჯერა, ქართველი ერი 5 იანვარს აირჩევს ნამდვილ პატრიოტს და მამულიშვილს!  ჩვენ გვსურს  ბიზნეს სკოლების დამთავრების შემდეგ დავბრუნდეთ საქართველოში და ეს ოცნება კიდევ 5 წლით განუხორციელებელი  არ დაგვრჩეს.


ახალი ამბები