"ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლებმა, 5 იანვარს, კახეთის რეგიონის საარჩევნო უბნებში დაფიქსირებული უხეში დარღვევები საოლქო - საარჩევნო კომისიებში გაასაჩივრეს.
ცენტრის იურისტები, ამ დროისათვის, სულ 9 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას მოითხოვენ. ეს საარჩევნო უბნებია: თელავის საარჩევნო ოლქის თელავის #1, გულგულას, ყარაჯალის ორი საარჩევნო უბანი; გურჯაანის საარჩევნო ოლქის კარდენახის, ველისციხის, ვაჩნაძეანის და გურჯაანის 47-ე საარჩევნო უბანი; ყვარლის საარჩევნო ოლქის ჩანთლისყურის საარჩევნო უბანი.
საოლქო - საარჩევნო კომისიების მიერ საჩივრების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
გელა მთივლიშვილი, კახეთი