კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთს გადასცეს

11 იანვარი, 2008
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გერმანიიდან პარიზში გადაიყვანეს. როგორც “მედიანიუსს” ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, იგი ხვალ გაემგზავრება საფრანგეთში და პირადად გაეცნობა იქაურ კანონმდებლობას.

ბესელიას განმარტებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პროცესი ამიერიდან უკვე საფრანგეთში გაიმართება და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც აღნიშნულ ქვეყანაში გამოცხადდება.

ირაკლი ოქრუაშვილი ნოემბრის ბოლოს ბერლინში დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა თავშესაფარი საფრანგეთში ითხოვა. გასულ კვირას გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი საფრანგეთისთვის გადაეცა, როგორც ითვალისწინებს ამას ევროკავშირის კანონმდებლობა, რადგან ყოფილ თავდაცვის მინისტრს საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზა ჰქონდა.

ოქრუაშვილის ადვოკატი ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის თხოვნას, პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით, საფრანგეთი მალე დააკმაყოფილებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცავებმა 27 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივ გულგრილობასა და გამოძალვაში დაედო. იგი 8 ოქტომბერს გირაოს  გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, 1 ნოემბერს მან საქართველო დატოვა და თავი გერმანიას შეაფარა. 14 ნოემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი ხელმეორდ დაპატიმრების თაობაზე. ირაკლი ოქრუაშვილი გერმანელმა სამართალდამცავებმა ქართული მხარის თხოვნით, 27 ნოემბერს, ბერლინში დააკავეს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები