კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთში გლეხებს ტრაქტორი წაართვეს

22 იანვარი, 2008
ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გლეხებს ნაჩუქარი ტრაქტორი უკანვე გამოართვა. სავარაუდოდ ტრაქტორის ჩამორთმევის მიზეზი  ის იყო, რომ სოფელმა ხმა სააკაშვილის ნაცვლად გაჩეჩილაძეს მისცა.

ლანჩხუთის ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი ლაშა სარჯველაძე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში აცხადებს, რომ სოფელს ტრაქტორი არჩევნებამდე გადასცეს, იმ პირობით, რომ ხალხი ბიულეტენში 5 ნომერს შემოხაზავდა.

5 იანვრის არჩევნებზე, ხმების დათვლისას გამოიკვეთა, რომ შუხუთში მაცხოვრებელმა 350 კაცმა  მართლაც სააკაშვილის კანდიდატურა შემოხაზა, 500-მა - გაჩეჩილაძე. ამის შემდეგ ხალხისთვის გადაცემული  ტრაქტორი უკან ლანჩხუთშივე ჩაიყვანეს. მიზეზად დასახელდა ის, რომ  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ასე გადაწყვიტა.

,,ხალხი გადაირია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალეკო ცინცაძემ თქვა, ჩემთან რა გინდათ, ეს მუნიციპალიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, მოგცეთ თუ არაო. ახლა ეს ტრაქტორი გამგეობის წინ არის დაყენებული", - აცხადებს ლაშა სარჯველაძე.

საბა წიწიკაშვილი

ახალი ამბები