00:26, Wednesday, 22.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველი პროკურატურას პოლიციელების მიერ ექიმის წამების ფაქტის შესწავლას სთხოვს

13.02.2008
საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი სამეგრელოს სამხარეო სამმართველოს პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოქალაქის წამების ფაქტის შესწავლას ითხოვს.

ლაპარაკია გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სასწრაფო დახმარების ექიმის, ზუგდიდში მცხოვრები გოჩა ეხვაიას წამებაზე.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე სოზარ სუბარმა განაცხადა, 30 იანვარს ეხვაიას საცხოვრებელ ბინაში ზუგდიდის რაიონული სამმართველოს საუბნო ქვეგანყოფილების თანამშრომლები შეიჭრნენ და მისგან ძებნილის, ვინმე ბადრის ნახვა მოითხოვეს. იმის გამო, რომ მის ბინაში ვერავინ იპოვეს, ეხვაია პოლიციაში დასაკითხად წაიყვანეს. ეხვაიას ჩვენებით, ის თავდაპირველად, ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს პოლიციაში მიიყვანეს და დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან პასუხს, იყო თუ არა 29 იანვარს მასთან გამოძახება და ხომ არ წაუყვანიათ ვინმესთან სამკურნალოდ. ეხვაიას მტკიცების მიუხედავად, რომ ის სახლში არავის  მალავდა, პოლიციელები მას სასტიკად უსწორდებოდნენ, რის გამოც მან  რამდენჯერმე გონებაც დაკარგა. ღამის 3 საათისათვის კი, იგი ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც მისი წამება გაგრძელდა.

სოზარ სუბარის განცხადებით, პოლიციელებმა ეხვაიას ხულიგნობისა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მიყენებული მძიმე ტრავმების გამო ეხვაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში გონება დაკარგა, რის გამოც ის ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, გოჩა ეხვაია მზად არის იმ შვიდი პოლიციელების ვინაობა დაასახელოს, რომლებიც მას სასტიკად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა.

ომბუდსმენის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვიეს, მათ შორისაა წამება, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა, ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის შეუხებლობას. წამების ფაქტის შესასწავლად სოზარ სუბარმა გენერალურ პროკურორს ეკა ტყეშელაშვილს მიმართა.

წყარო: მედიანიუსი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC