კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხვალ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მასობრივ შიმშილობას იწყებენ

21 თებერვალი, 2008

22 თებერვლისთვის დაგეგმილი შიმშილობის აქციის წინამოსამზადებელი პერიოდი, საერთო სახალხო მოძრაობის ლიდერებმა დღეს თბილისში, რიყეზე, კარვების საკონტროლო გაშლით დაიწყეს.

როგორც "მედიანიუსს" პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, ხვალ შიმშილობის აქცია თბილისის გარდა ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქში დაიწყება. თბილისში ოპოზიცია კარვებს პარლამენტის შენობის წინ გაშლის.

ჯონდი ბაღათურიას თქმით, 43 პატიმრის ციხიდან გამოშვებისა და ცესკოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაცვლად, ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ქვეყანა კარვების სახელმწიფოდ გადააქციოს, ამას აუცილებლად მიაღწევს.

რაც შეეხება თავად საპროტესტო აქციის სანქცირებულობას, ოპოზიციონერი ლიდერები განაცხადს მერიაში ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ კიდევ შეიტანენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვას მათ კანონი არ უკრძალავს.

"ქართული დასის" ლიდერის ინფორმაციით, ეროვნულ საბჭოში მოხალისეებად ჩაეწერნენ ექიმების ჯგუფი, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი იზრუნონ აქციის მონაწილეების ჯანმართელობაზე.

"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ "მედიანიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ მარტო თბილისში ხვალ შიმშილობა 200-ზე მეტი ადამიანი დაიწყებს.

გაერთიანებული ოპოზიციის სავარაუდოდ ყველა ლიდერი იშიმშილებს. შიმშილობის აქციაში მონაწილეობას აპირებს აგრეთვე ეროვნული საბჭოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეც.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები