17:53, Sunday, 11.04.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ანგარიში რელიგიის თავისუფლებაზე

11.06.2008
რელიგიური უმცირესობების უფლებები ისევ ირღვევა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოში რელიგიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა. ანგარიშში შეფასებულია ის მდგომარეობა, რომელიც სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ  პერიოდში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით შეიქმნა.

ცენტრი მიიჩნევს, რომ 90-იანი წლების შემდგომ საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლენის შემთხვევებმა იკლო, თუმცა თავს იჩენს სხვა სახის პრობლემები. დღეისთვის ძირიდათად აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან არა იმდენად საქართველოსთვის ტრადიციული რელიგიის (მართლმადიდებლობა, ისლამი, იუდაიზმი), არამედ  უფრო ახალი და  ნაკლებად ცნობილი სარწმუნოების მიმდევრები, განსაკუთრებით იეღოვას მოწმეები.

ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის 2002 წელს დადებული ხელშეკრულების შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ვიდრე სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან, მაგალითად ის ფაქტი, რომ მხოლოდ ორთოდოქსული ეკლესია (და არა სხვა) თავისუფლდება გადასახადებისაგან, დასვენების დღეებად მხოლოდ მართლმადიდებლური დღესასწაულებია გამოცხადებული და ასე შემდეგ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ რელიგიური უმცირესობები დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. 

გარდა ამისა,  რელიგიური  უმცირესობების წარმომადგენლებს დღემდე  უჭირთ იმ ქონების დაბრუნება, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვათ. დისკრიმინაციაა საგანმანათლებლო სისტემაშიც. რელიგიის კუთხით სწავლების დასაფინანსებლად საქართველოს ბუჯეტმა  2008 წელს 9 521 100 ლარი გამოყო. თუმცა, სკოლები მოსწავლეებს აძლევს ცოდნას არა ზოგადად რელიგიაზე, არამედ უშუალოდ მართლმადიდებლობაზე.

სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არათანაბარ პირობებში არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც. პატიმარს უფლება აქვს, ჰქონდეს საშუალება იცხოვროს რელიგიურად, მიუხედავად თავისი მრწამსისა. ამისთვის საჭირო პირობები კი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს მართლმადიდებლენთან შედარებით ნაკლებად ეძლევათ.

ბოლო წლებში იკვეთება კიდევ ერთი ტენდენციაც. პოლიტიკური პარტიები აქტიურად ცდილობენ რელიგიური თემატიკით მანიპულირებასა და ამ მხრივ საარჩევნო ხმების დაგროვებას.  ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით ახლადაარსებული პოლიტიკურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით შეინიშნება.

ვრცლად --- >

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი

   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC