14:54, Thursday, 23.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები კახეთის გუბერნატორად შს მინისტრის მოადგილის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებენ

15.07.2008
კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონის გუბერნატორად შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის გია ლორთქიფანიძის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებენ. როგორც კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბში (მასში ათამდე ორგანიზაციაა გაერთიანებული) აცხადებენ, ლორთქიფანიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით ისედაც პოლიციური რეჟიმი კახეთში კიდევ უფრო გაძლიერდება.

როგორც ცნობილია, გია ლორთქიფანიძის ძმა დავით ლორთქიფანიძე შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობს.

კახეთის გუბერნატორად გია ლორთქიფანიძის კანდიდატურა მას შემდეგ განიხილება, რაც ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, გურჯაანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა, უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის  თანამდებობაზე დასანიშნად განიხილება გიორგი სიბაშვილის კანდიდატურაც. სიბაშვილი 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის `ნაციონალური მოძრაობის~ გურჯაანის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სიბაშვილი ამჟამად კერძო იურიდიული საქმიანობით არის დაკავებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები კახეთის გუბერნატორად შს მინისტრის მოადგილის დანიშვნის შემთხვევაში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC