როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" გახდა ცნობილი, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გაყიდვების მენეჯერი ბადრი ჩავლეიშვილი და ამავე კომპანიის ახმეტის სერვის - ცენტრის დირექტორი ზაზა მებაღიშვილი დააკავეს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მებაღიშვილი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა. ბადრი ჩავლეიშვილზე კი სოდ-მა სსკ-ის 273-ე მუხლით, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისათვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სასამართლომ ჩავლეიშვილს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 20 ათასი ლარის ოდენობით.
გელა მთივლიშვილი, კახეთი