კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსტანტინე გამსახურდია ხელისუფლებისგან ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებას მოითხოვს

5 სექტემბერი, 2008

 პარტია “თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ხელისუფლებისგან ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებას მოითხოვს.

კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ხელისუფლება აგრძელებს ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების დევნას და ოპონენტთა და არასასურველ პირთა დაპატიმრების პრაქტიკას.
“ცოტნე გამსახურდიას დაპატიმრება, შესაძლოა, დასაწყისია იმ დიდი რეპრესიებისა, რომელთა განხორციელებასაც სააკაშვილი თავისი დანაშაულის დასაფარად აპირებს. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, მოახდინოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილისგან კი, პირადად მოვითხოვ ცოტნე გამსახურდია გათავისუფლებას”, - აღნიშნავს კონსტანტინე გამსახურდია შვეიცარიიდან გავრცელებულ განცხადებაში..

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის მოდულის შენობაში უკვე დაკითხეს, რომლის დროსაც, გამსახურდიას ადვოკატების ინფორმაციით, მან დუმილის უფლება გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია ეჭვმიტანილია სამშობლოს ღალატში, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობაში და ჯაშუშობაში.

წყარო:მედიანიუსი

ახალი ამბები