კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,მრავალეროვანი საქართველოს” მიმართვა

8 სექტემბერი, 2008

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლებმა აღშფოთებისა და პროტესტის გამომხატველი წერილით მიმართეს გაზეთ “ალიას” რედაქტორს გიორგი ბრეგვაძეს, 2008 წლის 2-3 სექტებრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის გამო ,,სიკვდილი რუს კაცებს, გაუმარჯოს რუს ქალებს!”

ორგანიზაციის წევრთა აზრით, მოცემული სათაური ქსენოფობიის გამოვლინებას, ეთნოსთაშორისი შუღლის გაღვივებასა და ძალადობისაკენ მოწოდებას ნიშნავს, ასევე არის სექსისტური ხასიათის მატარებელიც. ,,მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრესაში ამგვარი ფორმულირებები აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისათვის, მითუმეტეს სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტისას. მათი აზრით, ეთნოსთაშორისი შუღლი – ეს არის, ის რის გაღვივებასაც ცდილობს რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პოლიტიკური რეჟიმი. უფრო მეტიც, საქართველოს მასმედიაში  ამგვარმა პროპაგანდამ შესაძლა უკურეაქცია იქონიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების წინააღმდეგ.
 
იმისდა გათვალისწინებით, რომ თავად ტექსტი არაა ეთნოსთაშორისი დაძაბულობის გამაღვივებელი ხასიათის, მხოლოდ სათაურადაა გამოყენებული, მოზარდთან ინტერვიუდან ამოღებული ფრაზა, ორგანიზაციის წევრებმა მიმართეს გაზეთის რედაქტორს თხოვნით, შემდგომში გამოიჩინოს დაკვირვება და არ დაუშვას საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისათვის ხელშემწყობი არაბალანსირებული და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გაჟღერება. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, მსგავს შემთხვევებზე რეაგირება მოვახდინოს სასამართლოს გზით.
 
როგორც თქვენთვისაა ცნობილი, ,,მრავალეროვანმა საქართველომ” უფრო ადრე გამოთქვა პროტესტი ტელეკომპანია ,,რუსთავი-2”-ის  ეთერში  ტრანსლირებული რუსულენოვანი მუსიკალური კლიპის ,,რუსეთი 2008”-ის შესახებ (სიმღერის ავტორი – თ. რცხილაძე, შემსრულებელი ზ. დოიჯაშვილი), რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისა და პოლიტიკის კრიტიკისაკენ, თუმცა ამავე დროს იგი შეიცავდა უხეშ გამოთქმებსა და ფორმულირებებს, რაც რუსი ერისათვის შესაძლოა შეურაცხმყოფელი აღმოჩენილიყო.
 
,,მრავალეროვანი საქართველო” შემდგომაც აპირებს მასმედიის რეგულარულ მონიტორინგს, ასევე მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რიგი შეხვედრების მოწყობის ინიციატივით წამყვანი მასმედიის რედაქტორებთან, ბოლო მოვლენების დაბალანებული გაშუქების მიზნით, ასევე მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ეთნოსთაშორისი კომპონენტიის გაშუქების მეთოდების განხილვისათვის.


საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველოს” პრესსამსახური

 

ახალი ამბები