ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები სიცივეს უჩივიან. მათი თქმით, ინსტიტუტის ოთხსართულიან შენობაში ნამდვილი გამყინვარებაა.
ოფიციალური მხარის განცხადებით, შენობას მაზუთით ათბობენ. თუმცა სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ რეალურად გათბობა არ არის. ,,თუ გენერატორს ზედ დააჯდები შეიძლება ოდნავ შეთბე, გამოცილდები და გამყნვარებაა”, - გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
კაბინეტებში, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლები სხედან ელექტროღუმელები დგას, აუდიტორებსა და დერეფნებში კი სიცივეა.
,,ლექციაზე სტუდენტები ქურთუკებითა და ქუდების სხედან, ვერაფერს ვეუბნები. მეც ვიყინები. როცა სტუდენტი სწავლის გადასახადს იხდის და თან საკმაოდ დიდ თანხას, გაყინულ აუდიტორიაში არ უნდა იჯდეს”, -განაცხადა ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტის ლექტორმა.
გულო კოხოძე, ახალქალაქი