17:18, Saturday, 22.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

,,ბათუმელები“ პროკურატურას საკუთარი კორესპონდენტის უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას სთხოვს

05.02.2009
გაზეთი  „ბათუმელები“    პროკურატურას  საკუთარი კორესპონდენტის   ნათია როყვას უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას  თხოვს.

„ბათუმელების“ ცნობით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის  (სოდ) აჭარის რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა  ნათია როყვა ბათუმში,  23 იანვარს,   იმ დროს დააკავეს ,როცა ჟურნალისტი სოდ-ის მიერ ორგანიუზებულ სპეცოპერაციას ფოტოკამერაზე აფიქსირებდა.

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიჯექი, როცა დავინახე, რომ ერთ-ერთი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან ნიღბიანი პირები ნივთებს ისროდნენ ქუჩაში. ტრანსპორტიდან ჩამოვედი და ქუჩის მეორე მხრიდან ფოტოების გადაღება დავიწყე”, იხსენებს ნათია როყვა „ბათუმელების“  ფურცლერბზე.

ჟურნალისტთან სოდის თანამშრომლები მივიდნენ და ფოტოების წაშლა მოსთხოვეს, ჯერ თავაზიანად. უარის მიღების შემდეგ შეიგინეს და   საკანში გამოკეტვით დაემუქრნენ.

სოდ-ის თანამშრომლებმა ჟურნალისტი ნების საწინააღმდეგოდ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. თუმცა, როგორც „ბათუმელები“ წერს, ნათია როყვამ გარდა იმისა, რომ ფოტოები შეინარჩუნა,  მისი დაკავების ამსახველი აუდიო ჩანაწერიც გააკეთა.

“გოგო, რით ვერ გაიგე, ქუჩა საჯარო ადგილი იქამდეა, სანამ სპეცოპერაცია არ ტარდება”; “რაც არ გეკითხება, იმაში ნუ ერევი, ვინ მოგცა უფლება”; “არ მაინტერესებს შენი ჟურნალისტობა...”; “საკანში გამოგკეტავ...”, “შენნაირი ჟურნალისტების დასასჯელად კანონი პირდაპირ მოქმედებს”, მოჰყავს გაზეთს აუდიოჩანაწერის ტექსტური ფრაგმენტები.  რამდენიმე ხნის შემდეგ სოდ-მა ჟურნალისტი გაათავისუფლა.

გაზეთი „ბათუმელები“ შეახსენებს სოდ-ის თანამშრომლებს, რომ საქართველოში ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. კანონი ნებისმიერ სიტუაციაში აძლევს ჟურნალისტს მუშაობის უფლებას.

„2004 წლის “აჭარის ვარდების რევოლუციიდან” დღემდე პროკურატურაში რამდენიმე საქმეა ჩვენი რედაქციის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის, მუშაობაში ხელის შეშლის, ტექნიკის განადგურების და ასე შემდეგ ფაქტებზე. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ამჯერად, პროკურატურას “გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტის, ნათია როყვას უკანონო დაკავების გამოძიების თხოვნით მივმართავთ.“, წერს „ბათუმელები“.

 წყარო: media.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
Got error -1 from storage engine