კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გლეხები სარწყავი წყლის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავენ

27 მარტი, 2009

გურჯაანში, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები გლეხები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

გლეხების თქმით, უკვე ორი კვირაა ალაზნის სარწყავ არხში წყლის გაშვებას ითხოვენ. შესაბამისი თხოვნით, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ.

"ალაზნის სარწყავ არხში წყლის უქონლობის გამო სათბურებიდან ნაკვეთში კიტრის ჩითილის გადატანას ვერ ვახერხებთ. თუ სარწყავი წყალი დაუყოვნებლივ არ გამოუშვეს, ჩითილი გაცუდდება და ვეღარ გადავრგავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსავლის გარეშე, მშივრები დავრჩებით", - აცხადებენ გლეხები.

რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე იმერლიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოების გამო ალაზნის სარწყავ არხში წყლის გაშვება პირველ აპრილამდე არ მოხდება. იმერლიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

გლეხები ირწმუნებიან, რომ თბილი ამინდების გამო პირველ აპრილამდე ჩითილის ნაკვეთებში გადაურგველობის შემთხვევაში, მცენარე დაზიანდება და დაჭკნება.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და ალაზნის სარწყავ არხში წყლის გაშვება მაშინვე მოხდება, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები