კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წნორის მოსახლეობა "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" გადასახადების გაორმაგებაში ადანაშაულებს

3 აპრილი, 2009

სიღნაღის რაიონის დაბა წნორის მოსახლეობა ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გაორმაგებაში ადანაშაულებს. აბონენტების განცხადებით, ენერგოკომპანიის მიერ უკანონოდ მოთხოვნილი თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" წნორის სერვის – ცენტრი მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტს.

ადგილობრივების თქმით, "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" მომხდარს მოძველებული მრიცხველების არსებობით ხსნის. წნორელებმა დახმარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" წნორის სერვის – ცენტრის მენეჯერი პაატა მოსიაშვილი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობს. "ეს საკითხი აგვისტომდე ვერ მოგვარდება", - განაცხადა მოსიაშვილმა.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები