პარტია „მომავალი საქართველო“ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. თუმცა, აქციაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც „მედიანიუსს“ პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუმარტა, აქციაში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღეს, რომ ორგანიზატორები არიან: ბურჯანაძე, ნოღაიდელი, კიწმარიშვილი და ის ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებსაც ხელისუფლებასთან ერთად უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აქციაზე მისულ ხალხს, ვუერთდებით მათ მოთხოვნას. თავისთავად ეს არის ძალიან სამართლიანი მოთხოვნა. ქართველ ხალხს არ უნდა ეს რეჟიმი _ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, ვინაიდან მათ ძალიან ბევრი დანაშაული მიუძღვით ქართველი ხალხის წინაშე. აქციაში მონაწილეობა იმიტომ არ მივიღეთ, რომ ორგანიზატორები არიან ბურჯანაძე, ნოღაიდელი, კიწმარიშვილი და ის ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებმაც ხელისუფლებასთან ერთად ჩაიდინეს უამრავი დანაშაული. ეს ჩვენთვის მიუღებელია. აღნიშნულმა პიროვნებებმა წლების მანძილზე შეჭამეს მილიონები, დღეს კი ამ მილიონების ლეგალიზაცია და მესამე "კრუგზე" ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ“, _ აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.
წყარო: მედიანიუსი