კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მომხდარი ინციდენტისას დაზარალებული ორი პირი რჩება

29 მაისი, 2009

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფურცელაძის ქუჩაზე გუშინ მომხდარ ინციდენტისას დაზარალებული ორი ადამიანი  რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიმღები განყოფილების უფროსმა გიორგი გოცაძემ განუცხადა, მიმღებ განყოფილებაში რჩება აქციის მონაწილე გიორგი ქოჩიაშვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და დაჟეჟილობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

რაც შეეხება დაჭრილ პოლიციელს ვახტანგ ბოჭორიშვილს, რომელიც ე.წ. მიხაელოვის საავადმყოფოდან რესპუბლიკურში წუხელ, გვიან ღამით გადაიყვანეს,  მკურნალობას უკვე სტაციონარში გადის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სავარაუდოდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი კიდევ ერთი პოლიციელი, რის შესახებაც ოფიცილური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფურცელაძის ქუჩაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება გუშინ მოხდა. მომიტინგეთა განცხადებით, ინციდენტში ხელკეტებით აღჭურვილი და ნიღბიანი პირები მონაწილეობდნენ, თუმცა მათ სამოქალაქო ფორმები ეცვათ. დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელი ინფორმაციით კი, პარლამენტის წინ ოპოზიციის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ვიდეოკამერით იღებდა მიმდინარე პროცესებს. ადგილზე მისული პოლიციის ოპერატიული თანამშრომლები შეეცადნენ ოპოზიციის წევრების მიერ დაკავებული თანამშრომლის გათავისუფლებას, რა დროსაც სამართალდამცავებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს პოლიციის სამი თანამშრომელი, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები