კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Amnesty International-ის მოხსენებაში ტელეკომპანია „იმედის“ შევიწროებაზეა საუბარი

2 ივნისი, 2009

Amnesty International–მა გამოაქვეყნა 2009 წლის მოხსენება მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო. მოხსენებაში ნათქვამია:

- “იყო შეტყობინებები მედიის წარმომადგენლების და ოპოზიციის აქტივისტების შევიწროების შესახებ... 2007 წლის ნოემბერში პოლიციის სპეციალური რაზმის მიერ მოხდა “იმედის” ოფისების კონფისკაცია და შეწყდა ტელე-რადიო “იმედის” მაუწყებლობა. “ტელეიმედმა” მუშაობა მაისის თვეში ნაწილობრივ განაახლა. არხი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მაუწყებლობს და ცნობილი იყო მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ქართულ არხებზე. ტელე-რადიოკომპანია “იმედის” მფლობელის შეცვლის შემდეგ, გასული წლის 30 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს რადიო “იმედის” დირექტორები”.

– ”2008 წლის 4 აპრილს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, უარი განუცხადა პოლიტიკურ გადაცემებზე ლიცენზიის მიცემაზე ტელეკომპანია “მაესტროს”, რომელიც რეგიონალური არხია და თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სამ სხვა ქალაქზე მაუწყებლობს”, - ნათქვამია მოხსენებაში.

Amnesty International-ის 2009 წლის მოხსენებასთან დაკავშირებით ტელე-რადიო კომპანია “იმედის” კანონიერი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა:

– “მოხსენებაში მკაფიოდ არის ასახული საქართველოში სიტყვის თავისუფლების გამოხატვის ჩახშობის შემაშფოთებელი პროცესი. აღწერილია დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია “იმედის” დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, რომელიც პოლიციის სპეცრაზმის მიერ “იმედის” დარბევას და ხელისუფლების მიერ არხის ხელში ჩაგდებას მოჰყვა.

მივესალმებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ ამ ოფიციალურ განცხადებას და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ ლიდერებს, რომ პასუხი მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე”.

”იმედში” საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელად, თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი დაინიშნა, რაც თავისთავად გულისხმობს პირდაპირ ჩარევას მედიის თავისუფლებაში.

ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ ინტერვიუს ჩამორთმევა ოპოზიციის წევრებისთვის, მათგან მოითხოვენ საპროტესტო გამოსვლების ცალმხრივად გაშუქებას და ეთერში არ უშვებენ მთავრობის მიმართ კრიტიკულ გამოსვლებს.

ახლახანს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ უარიც კი განუცხადა “იმედის” ჟურნალისტებს ინტერვიუს მიცემაზე, რადგან ისინი მიზანმიმართულად ამახინჯებდნენ და არასწორად თარგმნიდნენ მის კომენტარებს.

- ”მადლობას ვუხდით Amnesty International–ის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, იმედის საკითხს მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცევენ”, - ნათქვამია პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენლის განცხადებაში.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები