კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ

22 ივნისი, 2009

პოლიტიკური პარტია "კონსერტატორების" კახეთის ორგანიზაციის წევრები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ახალაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.

როგორც "კონსერვატორების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი დალაქიშვილმა განაცხადა, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ლევან ახალაურმა, სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად მუშაობის პერიოდში თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, სახელმწიფოს 305 ათასი ლარის ზარალი მიაყენა.

"მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მალევე შეწყვიტა. არადა, დანაშაული სახეზეა და ამაზე პასუხი უნდა აგონ. კახეთის საოლქო პროკურატურა ახალაურს ხელს აფარებს. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა ახალაურთან გარიგებაშია შესული. როგორც არ უნდა იყოს, მოვითხოვთ, რომ გამოძიება დაიწყოს" - აღნიშნა გიორგი დალაქიშვილმა.

ამ თემაზე:

ფეშქაშად პრეზიდენტის მასპინძლობისათვის

ახალი ამბები