კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსური სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

15 ივლისი, 2009

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონას თემში შემავალი ხუთი ოსური სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოფლებში არსებული პრობლემები, რომლის მოგვარებაც ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ სთხოვეს, მათ იქ ყოფნას გაუსაძლისს ხდის.

სოფელ ზემო ფონაში ჩანგრეულია საცალფეხო ხიდი, რომლითაც ადგილობრივები მეზობელ სოფელს უკავშირდებოდნენ. სოფლები არც სასმელი წყლით მარაგდება და მოსახლეობა წყალს კილომეტრებით დაშორებული ჭაბურღილიდან ეზიდება. სოფელ ქვემო ხეჩილში კი მთიდან გამონაჟონი წყლებით სასაფლაო იტბორება. როგორც ამ სოფლის მაცხოვრებლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, არხი მხოლოდ 70 მეტრზეა გასაჭრელი. დახმარებისათვის ლაგოდეხის ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ქვემო ხეჩილს საფრთხეს მდინარე კაბალიც უქმნის. ძლიერი წვიმების და წყალდიდობის დროს წყალი მდინარის კალაპოტიდან, რომელსაც დამცავი გაბიონები არ აქვს, გადმოდის და მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში უვარდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტეს, რომ ოსურ სოფლებში არსებული პრობლემები მათთვის ცნობილია და მოგვარებას ცდილობენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ამ თემაზე:

უფლებადამცველის შეფასებით, ოსები საქართველოში თავს დაუცველად გრძნობენ

ოსების აბარგება უკვე მასობრივი გახდა

ახალი ამბები