კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთში ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი ნატალია ესტემიროვა მოკლეს

16 ივლისი, 2009

რუსეთში ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი, ცენტრ „მემორიალის“ თანამშრომელი ნატალია ესტემიროვა მოკლეს.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბასტრიკინს მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ყველა ღონისძიების გატარება დაავალა.

ესტემიროვა  ადამიანების გატაცებების შესახებ ფაქტებს აგროვებდა, მის ინფორმაციებს ხშირად ეყრდნობოდნენ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები.
55 წლის უფლებადამცველი, ქალაქ გროზნოს მცხოვრები ნატალია ესტემიროვა გროზნოდან ოთხშაბათს გაიტაცეს. მისი ცხედარი კი, იმავე დღეს  ინგუშეთში, ფედერალური საავატომობილი ტრასა „კავკაზსთან“ ახლოს, ნაზრანის რაიონის სოფელ ღაზი-იურტთან იპოვეს.

ორგანიზცია Human Rights Watch-ის ექსპერტი ტატიანა ლოკოშინა თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ  ესტემიროვა გროზნოში ორმა უცნობმა პირმა ძალდატანებით ვაზ-2107 თეთრ მანქანაში ჩატენეს. მან მოასწრო დაეყვირა, რომ იტაცებდნენ.
ლოკოშინას განმარტებით, უკანასკნელ წლებში ესტემიროვა ძალიან სახიფათო საქმეებს იკვლევდა.

რუსეთის პროკურატურის მონაცემებით, გარდაცვლილის ცხედარზე აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღის კვალი თავსა და გულის არეში. 

მკვლელობას აშშ და დასავლეთი მყისიერად გამოეხმაურა. „საფრანგეთი შეძრულია ესტემიროვას მკვლელობით“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა.

2006 წელს საფრანგეთმა ორგანიზაცია „მემორიალს“ ადამიანის დაცვის საქმეში პრემია გადასცა. საფრანგეთის ელჩი ფრანსუა ზიმერი 23 ივნისს გროზნოში ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა, რომელთა შორის ესტემიროვაც იყო.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები