კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მოსამართლეზე ზეწოლად მიიჩნევს

20 ივლისი, 2009

თბილისის საქალაქო სასამართლო   სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციების დღევანდელ აქციას ეხმაურება.

სასამართლოს განმარტებით, დღეს გიგა გირკელიძის, ცირა ჯავახიშვილისა და ჯონი ჯავახიშვილის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიღებულა. მოსარჩელეები სთხოვენ მოპასუხეს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიას დაევალოს, თბილისში კონსტიტუციის ქ. #6-ში მდებარე ყოფილი სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემა.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ჩატარებული აქცია ემსახურებოდა საქმის განმხილველ მოსამართლეზე ზემოქმედებას მოსარჩელეების სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ზეგავლენის მიზნით, რაც წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. საქმეზე გაგრძელდება მტკიცებულებათა მოკვლევა კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა მოსარჩელეების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები