რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა გალის რაიონში 27 ქართველი დააკავეს, რომლებიც ორი ავტობუსით ზუგდიდში გადასვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „აფხაზეთის მედია-ცენტრი“ ავრცელებს, რომელიც, თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის საინფორმაციო სააგენტო „იუგის“ მონაცემებს ეყრდნობა. სააგენტოს ცნობით, რუსებმა დაკავებულები აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურს გადასცეს. რუსული მხარის მტკიცებით, დაკავებულები ზუგდიდში საკვები პროდუქტების გადატანას ცდილობდნენ.
წყარო: - საინფორმაციო სააგენტო „პირველი“