კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ბაკურციხის მოსახლეობა რაიონის ხელმძღვანელობას კურუფციაში ადანაშაულებს

5 აგვისტო, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის მოსახლეობა რაიონის ხელმძღვანელობას კორუფციაში ადანაშაულებს. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან შეთანხმებით, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად გახარჯეს და მიითვისეს.

„მარტო სოფლის დახმარების პროგრამით ბაკურციხეს 20 ათასი ლარი გამოეყო, მაგრამ გზებზე ხევიდან ამოღებული ქვები დაგვიყარეს, მეტი არაფერი. ისედაც ფეხებს ვიმტვრევდით ამ გზებზე, ისე იყო დაზიანებული და ეხლა უარეს მდგომარეობაში ვართ. 40 წელია სასმელი წყალი არ გვაქვს და წყალი არ გვაღირსეს. ხევიდან რამდენიმე მანქანა ქვის ამოღებას 20 ათასი ლარი რად უნდოდა. სოფლისთვის გამოყოფილი ფული თანამდებობის პირებმა ჯიბეში ჩაიდეს. ისიც კი არ გვკითხეს, რა უნდა გაეკეთებინათ. მარტო წინასაარჩევნოდ გვაკითხავენ ხოლმე“, - აღნშნეს ბაკურციხის მაცხოვრებლებმა.

მოსახლეობის ბრალდებებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი აბსურდულს უწოდებს. „თუ რამე პრეტენზიები აქვთ, მიმართონ პროკურატურას და გამოძიებენ“, - განაცხადა გამგებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები