კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს ომში გარდაცვლილი და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებს ფინანსური დახმარება პოლიტიკური ნიშნით გაუწიეს

27 აგვისტო, 2009

2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალში დაჭრილი 21 წლის იოსებ ქოზაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც დაჭრილი ჯარისკაცის დედამ ლალი წიკლაურმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია დედოფლისწყაროს გამგეობამ ომში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებს დახმარება რა ნიშნით გაუწია.

„გაზეთში ამოვიკითხე, რომ გამგეობამ ომის დროს გარდაცვლილი და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებს ფინანსური დახმარება გაუწია. ჩვენთვის და კიდევ სხვა ოჯახებისთვის არავის არაფერი მოუცია“, - აღნიშნა ლალი წიკლაურმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, მუნიციპალური ბიუჯეტებიდან, აგვისტოს ომში გარდაცვლილი და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება პოლიტიკური ნიშნით გაუწიეს. დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, თანხების გაცემამდე დახმარების მიმღები ოჯახების შესახებ ინფორმაციების შეგროვება სწორედ მას დაავალეს. „აინტერესებდათ, იყვნენ თუ არა კონკრეტული ოჯახები ხელისუფლების მხარდამჭერები. ეს ინფორმაცია სოფლის გამგებლებზე დაყრდნობით გადავამოწმე და ხელმძღვანელობს წარვუდგინე“, - აღნიშნავს სოციალური დახმარების სამსახურის თანამშრომელი.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომში გარდაცვლილი და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებს ფინანსური დახმარება პოლიტიკური ნიშნით გაუწიეს. „დახმარება აგვისტოს ომში ყველა გარდცვლილი ჯარისკაცის ოჯახს გაეწია. რაც შეეხება დაჭრილებს, მათთვის ფინანსური დახმარება არ გაგვიწევია“, – განაცხადა პეტრე კიკნაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები