კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებმა 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

31 აგვისტო, 2009

თბილისის შს მთავარი სამმართველოს  დეტექტივების სამმართველოსა და ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ვალენტინ სერგოს ძე გრუნდინკინი და 1995 წელს დაბადებული ირაკლი ვაჟას ძე ავგუსტოვი.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა 28 აგვისტოს მოტყუებით, ჯართის შეგროვებაში  დახმარების საბაბით, ნავთლუღის ბაზრიდან მესამე მასივის  ტერიტორიაზე  მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ავტოფარეხში წაიყვანეს 8 წლის ალავერდ სერგოს ძე ბაირამოვი.
მას წინასწარ მომზადებული წებოვანი ლენტით შეუკრეს ხელ-ფეხი და გაუკუღმართებული ფორმით დაამყარეს მასთან სქესობრივი კავშირი.

დანაშაულის ჩადენაში მხილების შიშით, მათ ბაირამოვს თავში ჩაარტყეს სამშენებლო ბლოკის ნატეხი, რის შედეგადაც იგი  გარდაიცვალა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები