კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ მირზაანელებს მიკროავტობუსების დაქირავების საშუალება არ მისცა

12 ოქტომბერი, 2009

დედოფლისწყაროელმა სამართალდამცავებმა სოფელ მირზაანის მაცხოვრებლებს თბილისში გამგზავრების საშუალება არ მისცეს. მირზაანელები სოფელში სკოლის აღდგენის მოთხოვნით, დღეს, თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ.

ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სამი მიკროავტობუსი მათ გუშინ იქირავეს, თუმცა საღამოს მიკროავტობუსების მძღოლებმა შეკვეთის შესრულებაზე უარი თქვეს და ამის მიზეზად სამართალდამცავების მითითებები დაასახელეს. მირზაანელები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ფეხით ჩავლენ.

დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ბუნტური მირზაანელების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ჩაშლასთან კავშირს უარყოფს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ამ თემაზე:

სკოლის აღდგენის მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციებს გამართავენ

http://www.humanrights.ge/index.php?a=news&id=6975&lang=ge

ახალი ამბები