კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინა გუდავაძემ ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

17 ნოემბერი, 2009

გარდაცვლილი ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა, ინა გუდავაძემ ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ქართულ მედიაში საეჭვო ინტენსიურობით ვრცელდება დეზინფორმაცია მის შესახებ. 

„მე შეგნებულად არ ვპასუხობდი ჩემს წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ პიარ-კამპანიას, თუმცა უკანასკნელად გავრცელებულმა „ინფორმაციამ“ ყოველგვარ  ზღვარს გადააჭარბა. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, განცხადება გავაკეთო,  რათა საზოგადოება შეცდომაში არ იქნას შეყვანილი. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ჩემს წინააღმდეგ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის) არ მიმიმართავს დახმარებისთვის. ნამდვილად არ ვიცი, ვინ დგას ამ ცრუ განცხადებების უკან. თუმცა ეს საეჭვოდ დაემთხვა ინგლისის სასამართლოსთვის ახალი მტკიცებულებების წარდგენას - ჩემი მეუღლის, ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის გაყალბებისა და ამ პროცესებში ჯოზეფ ქეის როლის შესახებ.  ამ დღეებში ჩვენი იურისტები იგივე მასალებს საქართველოს სასამართლოს მიაწვდიან და დაინტერესებულ პირებს  მათი გაცნობის  საშუალება ექნებათ. 

აქვე აღვნიშნავ:   ხსენებული მტკიცებულებები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ინგლისის სასამართლომ  ჯოზეფ ქეის პირადი ქონება დააყადაღა და მისი ოფისის ჩხრეკის ორდერი გასცა. მე და ჩემმა ოჯახმა, მსოფლიოს არაერთ სასამართლოში მივაღწიეთ სამართალს და უკვე დავიბრუნეთ კონტროლი იმ აქტივების დიდ  ნაწილზე, რომელიც ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიითვისეს ავაზაკებმა.  ეს ფაქტი  საშუალებას მაძლევს, იმედით განვაცხადო, რომ უახლოეს ხანში მე და ჩემი ოჯახი საქართველოში ისევ აღვადგენთ იმ საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას, რომლებიც 2008 წლის 12 თებერვალს დროებით შეჩერდა“, - ნათქვამია ინა გუდავაძის განცხადებაში.

წყარო: „ინტეპრესნიუსი“

ახალი ამბები