კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეგადაცემა „საკანი #5“ მოძღვრის კურთხევით დაიხურა

10 დეკემბერი, 2009
გადაცემა „საკანი #5“ დროებით დაიხურა. როგორც გადაცემის წამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ ტელემაყურებელს განუმარტა, ამის მიზეზი შობის მარხვაა.

 7 დეკემბერს გადაცემაში საპატრიარქოს ყოფილი პრესმდივნის ვასილ კობახიძის მიწვევა იყო დაგეგმილი. თუმცა, კობახიძეს გადაცემის დაწყებამდე „მაესტროდან“ დაურეკეს და აცნობეს, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს მოძღვარმა მასთან საუბრის კურთხევა მარხვის გამო არ მისცა.

ტელეპროექტ „საკანი #5“-ის საკითხთან დაკავშირებით „მაესტროს“ დამფუძნებელ მამუკა ღლონტს დავუკავშირდით, რომლის განცხადებით, „საკანი #5“-ის ეთერში გასვლა-არგასვლის შესახებ კომენტარს ის ამ დროისთვის ვერ გააკეთებს.

„რაც გიამ განაცხადა, იმაზე მეტის თქმა ამ დროისთვის არ შემიძლია“, - აღნიშნა ღლონტმა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები