კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რეალითი-TV“-ს ჟურნალისტმა სუბარს მართლმადიდებლობის დამამტკიცებელი საბუთის ჩვენება მოსთხოვა

10 დეკემბერი, 2009
ტელეკომპანია „რეალითი-TV“-მ ყოფილ სახალხო დამცველს მართლმადიდებლობის დამტკიცება მოსთხოვა. ინციდენტი „ალიანსი საქართველოსთვის“ ოფისში მოხდა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, „რეალითი-TV“-მ სოზარ სუბარს „ეროვნულ დემოკრატების“ მიერ გაკეთებული განცხადება, სუბარისა და იაჰოველების „მეგობრობის“ შესახებ გაუხსენა და ყოფილი სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ, რომელიც ადასტურებდა, რომ მართმადიდებელია, დასამტკიცებლად გულზე დაკიდებული ჯვრის ჩვენება მოსთხოვა, რამაც სვანური სისხხლის ადუღება და სუბარის აღშფოთება გამოიწვია.

ყოფილმა სახალხო დამცველმა აღშფოთებულმა მიმართა ჟურნალისტს, გამორთეთ კამერაო, ხელისკვრით მისცა მიმართულება საფრესკონფერენციო დარბაზის გვერდით არსებული ოთახისკენ  და, კამერებს მიღმა, ჟურნალისტს გიშრის ჯვარი ცხვირწინ დაუტრიალა:

ეს ჯვარი არ არის? ეს ჯვარი არ არის? - დაუსრულებლად გაიძახოდა სუბარი. ატყდა ჩოჩქოლი. დამსწრეთა ნაწილს სიცილი აუვარდა, ნაწილი კი ჟურნალისტის სითამამამ აღაშფოთა.

„ნუ, რას ჰგავს ეს? ასე როგორ შეიძლება?!“ - დაიცვა სუბარის პოზიცია პრესსამსახურმა.

„აუ, რა სიუჟეტს გააკეთებს „რეალითი-TV“ - ყოფილმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელა“, - გამხიარულდნენ ჟურნალისტები.

სუბარი როგორც აღშფოთდა, ისევე დამშვიდდა და კომენტარების გულუხვად დარიგება განაგრძო.


წყარო: საინფორმაციო სააგენტო „ფაქტნიუსი“

ახალი ამბები