კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გარდიანის“ „ცხელი წერტილების“ რეიტინგში კავკასიის კონფლიქტებმა მერვე ადგილი დაიკავა

11 იანვარი, 2010

ბრიტანულმა გამოცემამ „გარდიანი“ მსოფლიოს „ცხელი წერტილების“ რეიტინგი შეადგინა, რომელშიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებმა მერვე ადგილი დაიკავა.

გავლენიანი გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზე ირანი გავიდა, რომელსაც „მთავარი საერთაშორისო თავის ტკივილი უწოდეს“.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ანალიზის საფუძველზე გამოცემა აღნიშნავს მმართველი რეჟიმის მიერ ჩატარებულ რეპრესიებს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას,  გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უკმაყოფილებას, ტერორიზმთან დაკავშირებულ  და სხვა პრობლემებს.

რეიტინგში მეორე ადგილი პაკისტანსა და ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, მესამე ადგილი კი ისრაელ-პალესტინის პრობლემას მიაკუთვნეს. მეოთხე ადგილზე იემენი, მეხუთეზე სუდანი, მეექვსეზე ზიმბაბვე გავიდნენ, მეშვიდე ადგილი კი სინ-ძიანისა და ტიბეტის პრობლემამ დაიკავეს.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში - მათ შორის ინგუშეთში, დაღესტანსა და ჩეჩნეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და მთიან ყარაბაღში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2010 წელმა მსოფლიოში მშვიდადაც რომ ჩაიაროს, ამ რეგიონში აუცილებლად იქნება პრობლემები.
 
„ცხელი წერტილების“ პირველ ათეულს ბელგია და იტალია ასრულებენ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები