კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლოში გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთ მოსამართლედ ნონა წოწორია დაინიშნა

12 იანვარი, 2010
სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამ საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოში ერთ-ერთ მოსამართლედ საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ნონა წოწორიას დანიშნვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

„ასეთ საქმეებს ევროპულ სასამართლოში რამდენიმე მოსამართლისგან შემდგარი ჯგუფი იხილავს. წოწორია ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ევროსასამართლოში იმ მოსამართლის დანიშნვა, რომელიც კონკრეტულ ქვეყანაში საქმეს აწარმოებდა, ჩვეულებრივი პრაქტიკაა და აქ საგანგაშო არაფერია“, - განუცხადა „პირველს“ შავგულიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა 2 თებერვალს ზეპირი მოსმენით გაიმართება. გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი დააკავეს, რომელთაც 7-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ პრეზიდენტის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.  სანდრო გირგვლიანის ახლობლები მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას ასახელებენ.

ნონა წოწორია ამ საქმის საქართველოში სასამართლო განხილვისას გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. ამასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში გამოითქვა მოსაზრებები, რომ საქართველოს მთავრობა „საქმის შეკერვას“ ევროსასამართლოშიც ცდილობს. ცნობისთვის, საქმეში „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს სახელმწიფოს ბრალი ევროკონვენციის ოთხი მუხლით აქვს წაყენებული. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდების მხარეს ადგილობრივ სამართალწარმოებაში საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შესაძლებლობა ექნება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები