კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი დამკვირვებლების საკითხს უკრაინის ცესკო ხელმეორედ განიხილავს

14 იანვარი, 2010

ქართველი დამკვირვებლების საკითხის განხილვას 14 იანვარს უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ელჩი უკრაინაში  გრიგოლ ქათამაძე დაესწრება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. 

მან მედიას ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით უკრაინის ცენტარული საარჩევნო კომისიისთვის გადაგზავნილი დოკუმენტაციის ასლებიც წარუდგინა.

 „ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანონმდებლობის სრული დაცვით მოვამზადეთ და გავგზავნეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ჩვენი დამკვირვებლების დიდი ნაწილი უკვე მონაწილეობდა უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში და მათ მიმართ მაშინ არანაირი პრეტენზია არ გამოთქმულა“, - აღნიშნა ქათამაძემ.

მისი თქმით, იგი გაკვირვებულია უკრაინის ცესკო-ს იმ წევრების ცინიკური დამოკიდებულებით, რომლებმაც ქართველი დამკვირვებლების ანკეტებში მითითებული კონფიდენციალური ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

„საქართველოს გადაწყვეტილება უკრაინის არჩევნებისთვის დამკვირვებელთა დიდი რაოდენობის გამოგზავნის შესახებ, იმითაა განპირობებული, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინა იყოს ძლიერი ერთიანი და დემოკრატიული ქვეყანა“, - განაცხადა ელჩმა ბრიფინგზე.

უკრაინის ცესკომ 11 იანვრის სხდომაზე, უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე, ქართველი დამკვირვებლების დარეგისტრირების გადაწყვეტილება არ მიიღო. საქართველოს საელჩომ ცესკოს 2 042 დამკვირვებლისგან შემდგარი სია მიაწოდა. კომისიამ კი მხოლოდ 378 კანდიდატურა განიხილა. დამკვირვებლების დასარეგისტრირებლად ცესკო-ს 8 წევრის ხმა იყო აუცილებელი, მაგრამ მათ მხოლოდ ხუთი ხმა მიიღეს.

ცესკოს ის გადაწყვეტილება კი, რომლის მიხედვითაც, ქართველ დამკვირვებლებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვება აეკრძალათ, კიევის საქალაქო სასამართლომ 13 იანვარს გააუქმა და ცესკოს საკითხის კვალიფიციურად განხილვა დაავალა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები