კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდი მოლოდინები იმსხვრევა

18 იანვარი, 2010

19 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკუთარი წარუმატებელი პრეზიდენტობისადმი მიძღვნილი სიმღერა - „საქართველო და ომი ავღანეთში“ პიარ-კამპანიის მორიგი მაგალითია.

ვარდების რევოლუციის მერე არჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი თავიდან დიდ იმედებს იძლეოდა, რომ შეასრულებდა ყველა პირობას და საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანდ აქცევდა. დასავლეთის ქვეყნებმა ათობით მილიონი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, რათა პრეზიდენტს თავისი პირობები შეესრულებინა. გასაკვირი არაა, რომ სააკაშვილის პიარის მანქანა დასავლეთის პრესაზე მუშაობს, რომელიც მისი საკუთრი ქვეყნის მედიისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი და ღიაა.

უიმედო სიმართლე ის არის, რომ მისი მმართველობა დამანგრეველი იმედგაცრუება აღმოჩნდა; დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა პარლამენტი და სასამართლო, ერთი სავალალოდ უმწიფარი ლიდერის დაკვეთაზე მუშაობენ; ის კი ქვეყნის ყველა უბედურებას ყველაფერს აბრალებს, საკუთარი არაადეკვატურობის გარდა. 2008 წლის ქვეყნის ანგარიშში, Freedom House-მა საქართველოში მმართველობის დემოკრატიულობა 5.75 ქულით შეაფასა მაშინ, როცა 7 ქულა დემოკრატიული განივითარების მინიმალურ დონეს აღნიშნავდა.

ეს რეიტინგი წინა წლების შედეგი იყო, რომელიც მიუთითებდა,მ რომ საქართველო შორდებოდა დემოკრატიულ მმართველობას.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი დასავლეთს ეხმარება ავღანეთსა და ერაყში ჯარების გაგზავნით, მას ყოფნის ნერვები, განაცხადოს, რომ მისი პოლიციური ძალების „რეფორმატორული ნოუ-ჰაუ“ დაეხმარება ავღანელებს. ამ დროს მის ქვეყანაში მოქალაქეებს ეშინიათ პოლიციელებისა, რადგან უკვე იწვნიეს მათი ქუსლების სიმწარე საკუთარ ბეჭებზე.

ავღანეთს ძალიან სჭირდება დახმარება, მაგრამ არა თანამედროვე პოტიომკინისაგან, რომელმაც საკუთარ სოფელსაც კი ვერ მიხედა.

წყარო: Wall Street Journal 

ახალი ამბები