კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკოს ახალი თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციას არ ცვლის

20 იანვარი, 2010

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა, პარლამენტის სახელით, 20 იანვარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალი თავმჯდომარე და წევრები წარადგინა.

საკანონმდებლო ორგანომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ ხარატიშვილის, ხოლო კომისიის წევრებად – გიზო მჭედლიძის, თამაზ შარმანაშვილისა და კონსტანტინე კირვალიძის კანდიდატურები 15 იანვარს დაამტკიცა.

კერვალიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ადამიანები, რომლებიც პარლამენტმა შეარჩია, საქართველოში ღია და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას მოახერხებენ და მსოფლიოს დემოკრატიული არჩევნების მაგალითს აჩვენებენ.

 ამასთან, ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სამუშაო პროცესში ჩართულობისთვის.

ცესკოს ახალი წარმომადგენლობა დარწმუნებულია, რომ მოახლოებული არჩევნები დემოკრატიულ ქვეყანის შესაფერისად ჩატარდება.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, საქართველოში მიღწეული იქნება, რომ სამართლიანი არჩევნები რეალობად იქცეს. ცესკო-ს ახალმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომისიაში სტრუქტურულ ცვლილებებს არ აპირებს. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია კომპეტენტურია და თავის მოვალეობას თავს კარგად ართმევს. „იმედი მაქვს, ყველა ერთად ევროსტანდარტების შესაბამისს არჩევნების ჩატარებას შევძლებთ“, - დასძინა მან.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები