კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი დამკვირვებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

27 იანვარი, 2010

დონეცკის კიროვის რაიონის პროკურატურამ ქართველი დამკვირვებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
 საქმე დამკვირვებლების მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე აღიძრა.

„დონეცკის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 358-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით აღძრა. გაირკვა, რომ საქართველოდან ჩასული ე.წ.  დამკვირვებლები ყალბი დოკუმენტებით სარგებლობდნენ“, - განაცხადა დონეცკის მერმა, ალექსანდრე ლუკიანჩენკომ. მისივე თქმით, ამ დროისთვის დონეცკში კიდევ 400-500 ქართველი დამკვირვებელი რჩება.

ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში, მათ შორის დონეცკში ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩავიდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 17 იანვარს გაიმართა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები