ზუგდიდში, საგადასახადო სამსახურის ოფისთან მოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ინდმეწარმეები საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების შესახებ გვიან შეიტუვეს და ამ პირობებში მუშაობა წარმოუდგენელია.
აქციის რამოდენიმე მონაწილე აცხადებს, რომ მათ ჯარიმები უკანონოდ დაეკისრათ და ხელისუფლება მეწარმეების შეზღუდვას ცდილობს.
ცვილელების მოვაჭრეებმა გუშინ თბილისშიც გააპროტესტეს. ახალი საგადასახადო ცვლილების მიხედვით, მოვაჭრეს ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 1 000 ლარით, შემდგომი კი, 10 000 ლარით განისაზღვრება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ირაკლი სირაძის განმარტებით კი, სასაქონლო ზედნადებთან დაკავშირებით საგადასახადო ცვლილება არ ეხება საცალო ვაჭრობას.
”ეს ცვლილება არანაირად არ ეხება საცალო ვაჭრობას. როცა არსებობს ბიზნესგარიგებები, მოთხოვნის შემთხვევაში მხარე ვალდებულია, გამოწეროს ზედნადები. ცვლილება არ ეხება კერძო ან რამდენიმე შესყიდვას”,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინტერპრესნიუსი