კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდეგაც არ ასვენებენ

22 თებერვალი, 2010

საქართველოს პირველი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტის ქვრივი 17 თებერვალს მისი მეუღლის ცხედრის ამოთხრას და გადასვენებას შეეცადა - უკვე მეხუთედ მისი გარდაცვალების შემდეგ. თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ მას ხელი შეუშალა

ზვიად გამსახურდია გარდაცვალების შემდეგ ისეთივე კამათს იწვევს, როგორც სიცოცხლის დროს. ის ოთხჯერ დაასაფლავეს 1993 წლის შემდეგ, რაც თავში ერთი ტყვიის გასროლით დაიღუპა. ამ დროს იგი უშედეგოდ შეეცადა, პროცესები უკან დაებრუნებინა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლის შემდეგ ქვეყნიდან განდევნეს.

17 თებერვალს გამსახურდიას ქვრივმა მანანამ და მისმა მხარდამჭერებმა მთაწმინდის პანთეონში, სადაც ნაციონალისტი და ანტისაბჭოთა დისიდენტი სხვა გამოჩენილი ქართველების გვერდითაა დაკრძალული, მისი საფლავის ამოთხრა დაიწყეს.

ქართული მედიის ცნობით, პრეზიდენტის ქვრივი აცხადებდა, რომ იგი ამით მისი შვილის, ცოტნეს შპიონაჟში ბრალდებით დაკავების ფაქტს აპროტესტებდა. მას ასევე სურდა გამსახურდიას გადასვენება მამამისის, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას რეზიდენციაში.

პოლიციამ ალყა შემოარტყა საფლავს და ვიდრე ხალხი დაიშლებოდა, საფლავს აყრილი მიწა უკან მიაყარეს.

გამსახურდია პირველად დასავლეთ საქართველოში დაკრძალეს, მაგრამ შემდეგ რუსეთის სამხრეთ რეგიონში - ჩეჩნეთში გადაასვენეს, როდესაც იქ მისი მეუღლე გადავიდა. მოგვიანებით ის საფლავი ცარიელი აღმოჩნდა, ვიდრე 2007 წლის მარტში მისი ნეშტი ჩეჩნეთის დედაქალაქში არ იპოვეს.

საქართველოს პრო-დასავლელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2007 წლის აპრილში გამსახურდიას ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს.

ოფიციალური ინფორმაციით, მან 1993 წელს თავი მოიკლა, მაგრამ ოჯახის ზოგიერთი წევრი და ერთგული მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის მოკლეს.

ზოგიერთები მას პატივს სცემენ, როგორც ადამიანს, რომელმაც 1991 წელს საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოუტანა. თუმცა მისი ოპონენტები ამბობენ, რომ მის ხანმოკლე მმართველობას საქართველოში ნაციონალიზმის ტალღა და სამოქალაქო ომი მოჰყვა.

როიტერი

წყარო: www.foreignpress.ge

ორიგინალი: http://in.reuters.com/article/worldNews/idINIndia-46246320100217

ახალი ამბები