კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საფრანგეთის საელჩომ პანკისის ხეობაში და უდაბნოს ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვები მოხსნა

23 თებერვალი, 2010

საქართველოში საფრანგეთის საელჩომ პანკისის ხეობასა და საქართველოს სამხრეთ - აღმოსავლეთით უდაბნოს ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვები მოხსნა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისი განცხადება დამუშავების პროცესშია და საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

საფრანგეთის საელჩომ საქართველოს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული კონფლიქტური სიტუციებიდან გამომდინარე, უცხოელ მოქალაქეებს რამდენიმე რაიონში გამგზავრება რუსეთ - საქართველოს ომის დროს აუკრძალა. ეს ადგილებია: ჩრდილოეთ კავკასიის მოსაზღვრე ზონები (ჩეჩნეთი, დაღესტანი, ჩრ.ოსეთი) და პანკისის ხეობა, სადაც ამჟამად 4 000 ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფება; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები; თბილისიდან ჩრდილოეთით 60 კმ-ის დაშორებით მდებარე გორის რაიონი, სამხრეთ ოსეთის მახლობლად, საკუთარ ავტომობილებსა და სახელმწიფო ტაქსზე თავდასხმების, განუკითხაობისა და ყველანაირი საქონლით უკანონო ვაჭრობის გამო. გადაადგილება არ იყო რეკომენდირებული ასევე უდაბნოში (საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე, აზერბაიჯანის საზღვართან).

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები