კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმის რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების მიყიდვა ჯერ არ გადაუწყვეტია

24 თებერვალი, 2010

რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონების ყიდვის უფლების მინიჭების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. როგორც საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ სერგეი ბაღაფშმა განაცხადა.

სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერის თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაშია და სერიოზული დამუშავება სჭირდება.

„ბევრი წინადადება არსებობს. ამ საკითხს ქვეყნის ხელმძღვანელობაში, უშიშროების საბჭოში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთავრობასთან და, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან განვიხილავთ“, - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას განცხადების კომენტირებისას.

 ბაღაფშმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში უძრავი ქონება დიდი ხანია, იყიდება და საცხოვრებელ ფართს, უმეტესად, რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ, რომლებიც   აფხაზეთის მოქალაქეობას კანონის გვერდის ავლით იღებენ.

ბაღაფშს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული დამუშავება სჭირდება და საბოლოო გადაწყვეტილება აფხაზეთისთვის მაქსიმალურად მომგებიანი უნდა იყოს.

„აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტია. ამიტომ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს უნდა დაემორჩილოს. ვაკუუმში, დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციაში ვერ ვიცხოვრებთ“, - განაცხადა ბაღაფშმა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ბაღაფშის ხელისუფლების მთავარმა ოპოზიციონერმა, რაულ ხაჯიმბამ 23 თებერვალს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

16-18 თებერვალს, მოსკოვში ვიზიტით ყოფნისას სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთში საცხოვრებელი ფართისა და სხვა უძრავი ქონების შეძენა რუსეთის მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები