კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება საქველმოქმედო ფონდს შენობას ართმევს

26 თებერვალი, 2010

„წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდი შენობიდან გამოსახლების მოლოდინშია. ფონდის ხელმძღვანელმა სვეტლანა კუდბამ შენობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია ოთხი წლის დაგვიანებით, ეკონომიკის სამინისტროდან მომართვის შემდეგ შეიტყო.

საქველმოქმედო ორგანიზაციას 822 კვ/მ ფართის ორსართულიანი შენობა 1995 წელს აჭარის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით გადაეცა. 2006 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაცემული აქტი გააუქმა და ქონება სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრირა.

ფონდის ხელმძღვანელმა, სვეტლანა კუდბამ სასამართლოში სარჩელი იმავე წელს შეიტანა, მაგრამ სასამართლომ იგი განუხილველად დატოვა, რის საფუძვლადაც მოსარჩელის პროცესზე გამოუცხადებლობა დასახელდა. კუდბას ინტერესების დამცველი გია ქარცივაძე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლო უწყება არ მისვლია, გადაწყვეტილების მიღება-ჩაბარების აქტზე კი ხელმოწერა გაყალბებულია.

„წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #42-ში მდებარეობს. ეს ძველი ბათუმის ტერიტორიაა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შენობის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მოტივად ძველი ბათუმის რეაბილიტაციის ფარგლებში შენობის ფასადის შეცვლას ასახელებენ. გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენელი, აბესალომ გურგენიძე უზენაესი საბჭოს ადრინდელ გადაწყვეტილებას უკანონოდაც მიიჩნევს.

საქველმოქმედო ფონდი „წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ გაჭირვებულ მოსახლეობას ყოველდღიურად სადილით უმასპინძლდება და ღამის თავშესაფარია მათთვის, ვისაც ქუჩაში უწევთ ღამის გათენება.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები