კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატობის კანდიდატი თორთლაძის პარტიიდან ვახტანგ კომახიძეს მოღალატეს უწოდებს

1 მარტი, 2010

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული ლევან ჩოლოყაშვილი გამომძიებელ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს მოღალატეს უწოდებს. ამის შესახებ ჩოლოყაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ დაწერა და კომახიძეს ფსბ-ს აგენტადაც მოიხსენია.

„შევქმნათ მოღალატეთა რეზერვაცია და ყველა მოღალატე იმ რეზერვაციაში დავასახლოთ. დავუნიშნოთ პირდაპირი რეისი მოსკოვში და იფრინონ რეზერვაციიდან მოსკოვში და უკან. რასაკვირველია დანარჩენ საქართველოსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე. იქ სტურუა დადგამს თავის პიესებს, პავლიაშვილი იმღერებს, კომახიძე დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებს, ნოღაიდელი, ბურჯანაძე, ძიძიგური, კუკავა, დავითაშვილი და ძმანნი მათნნი პრაიმერებსა და რეზერვაციის პრეზიდენტის დემოკრატიულ არჩევნებს მოაწყობენ და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ერთმანეთს დაჭამენ“, - წერს ლევან ჩოლოყაშვილი.

გია თორთლაძის პარტიამ „დემოკრატიული საქართველო“ ლევან ჩოლოყაშვილი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად 27 თებერვალს წარადგინა.

სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელმა ვახო კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი რამდენიმე  დღის წინ სთხოვა. ჟურნალისტის  თქმით, საქართველოში მისი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე  ექმნება მისი და მისი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ვახო კომახიძე ამჟამად ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები