კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო

5 მარტი, 2010

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციით, 1915-1917 წლებში ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომხების მკვლელობებს გენოციდის კვალიფიკაციად შეფასდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, რეზოლუციის მიღების სასარგებლოდ ხმა მისცა 23 კონგრესმენმა, ხოლო  22 წინააღმდეგი იყო.

ამის შემდეგ ანკარამ ვაშინგტონში თურქეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. თურქეთის ხელისუფლებამ რეზოლუციის მიღების გამო წუხილი გამოთქვა და განაცხადა, რომ დოკუმენტის მიღება არა მარტო გაართულებს აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობებს, არამედ ზიანს მიაყენებს ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს კონგრესის სრული შემადგენლობა განიხილავს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „აღიარებს სომხების გენოციდს“. მიუხედავად ამისა, კომიტეტში ხმის მიცემამდე ობამას ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, რათა კომიტეტს არ ეღიარებინა ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდი.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კომიტეტის თავმჯდომარესა და თანაპარტიელ ხოვარდ ბერმანს არწმუნებდა, რომ რეზოლუციის მიღება ზიანს მიაყენებდა მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობებს, რომელიც მუსლიმანურ სამყაროში აშშ-ს საკვანძო მოკავშირეა და ვაშინგტონს მხარს უჭერს როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე ავღანეთის საკითხში.

მტკიცებულებებმა და დაშინებებმა არ იმუშავეს. ბერმანმა კომიტეტის წევრებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის. რეზოლუცია იმის მიუხედავადაც მიიღეს, რომ ამერიკელ კონგრესმენებს თურქმა კოლეგებმა სპეციალური წერილით  მიმართეს. მასში ნათქვამი იყო, რომ რეზოლუციაზე კენჭისყრას კარგი არაფერი მოჰყვებოდა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები