კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში პატიმარი იღუპება

18 მარტი, 2010

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი  პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ თვმჯდომარის, ნანა კაკაბაძის ცნობით, სასჯელთაღსრულების დპარტამენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, 30 წლის პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია.

საქმე ეხება, 2009 წლის 6 სექტემბერს, ბათუმის სამძებრო პოლიციის მიერ დაკავებულ 30 წლის ნადიმ ცეცხლაძეს.

„ყოფილი სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონში იბრძოდა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 388–ე მუხლის მე– ნაწილით (თვითნებურად სამხედრო სავალდებულო სმსახურის თავის არიდება) 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცეცხლაძე სასჯელს გეგუთის კოლონიაში იხდიდა. ოჯახის წევრებმა იგი ჯანმრთელი მოინახულეს 2010 წლის 10 თებერვალს.  22 თებერვალს კი, როცა მას განმეორებით პაემანზე მიაკითხა ოჯახის წევრმა, მას უთხრეს,  რომ პატიმარი 11 თებერვალს, თბილისში, გლდანის სასჯელთაღსრულების სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ოჯახის წევრებმა პატიმრის მონახულება მხოლოდ 4 მარტს შეძლეს. იგი უმძიმეს, უგონო მდგომარეოებაში იმყოფება. პატიმარს სხეულზე  წყლულები და ჭრილობები აღენიშნება. ოჯახის ინფორმაციით, იგი წელს ქვემოთ მოწყვეტილია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცეცხლაძემ დაზიანებიები გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიიღო“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ოჯახს არ აძლევენ სამედიცინო დასკვნას, თუ რა დაზიანებებით მოათავსეს პატიმარი თბილისის დაწესებულებაში.

„მოვითხოვთ, ნადიმ ცეცხლაძესთან დაუყოვნებლივ შევიდეს სახალხო დამცველი და გაერკვეს საქმის ვითრებაში. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ადმინისტრაცია არანაირ ზომებს არ იღებს ქალაქის საავადმყოფოში მისი ეტაპირებისთვის, სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაეწევა“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

„ჯეოჰოტნიუსი“

ახალი ამბები